|
მოგესალმებით, მე გახლავართ უფლის მხევალი, ჩვენი ცხოვრების თეატრიდან შევყურებ პარტერს... ერთი უნიჭო, შეუცვლელი გრძნობის მძევალი, დღეს, ბოშა ქალის როლში ვარ და გაგიხსნით კარტებს.
არა ცნობილი.. თავისუფლად მივყვები ქუჩებს, ხან ვითამაშე ბედნიერი, თუ რაღაც მსგავსი.. ზოგჯერ კეთილიც, დაცემულს რომ იარებს ურჩენს.
ვიცვლიდი ძონძებს, აღრეული მქონდა ფერები, ჰო, გამახსებდა გლახის როლიც მოვირგე იმ დღეს, სიყვარულისკენ გაშვერელი მქონდა ხელები.
მრისხანე სახეს აეწია მარცხენა წარბი, ცხოვრების თეატრს დარბაზები ისე აევსო. უცხო როლებით დადიოდა გონჯი და ხარბი.
ის ერთი როლი სანატრელი დამრჩა... და ვიცი, დადიან ბევრნი, მსგავსი დარდით გულნატკენები, რგებოდათ როლი ქალისა და ჰყოლოდათ პრინცი. |


