კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 05:59

 

ლომი ბუცეფალი არ ვარ,

არც - ბატონი როსინანტი,

დავაგორებ ჩემს საზიდარს

თეკლათიდან ნოსირამდი.


მე რომ ოფლი დამდის ღვარად,

ოფლად არა - ეკლად დამდის!

დავდივარ და დამდევს

- "აჩუუ!"

ნოსირიდან თეკლათამდი.


ათას ცხენში რომ ვერიო,

გამომარჩევ ათასიდან,

მე ვერასდროს მოვიშორებ

ამ კურტანს და ამ საზიდარს!


არც არაფერს ველოდები,

არც რამ დაგიმტკიცო მინდა,

სიბერეშიც მორჩილი ვარ

გახედნილი კვიცობიდან.


არაფერი არ იცვლება

წლებზე წლების მიმატებით,

ხან სტვენით და

ხან წრუპუნით

ხან აღვირით ვიმართები.


დავფრუტუნებ სხვის ჭკუაზე

და თვალებით დამაქვს მწუხრი.

ერთი ტარო სიმინდისთვის

ცალუღს ჩემით კისერს ვუყრი.


არ დაირტყამს მათრახს რაში -

მე ვინ შემიცოდებს ბეჩავს!

თივასავით ვღეჭავ ბოღმას,

ან პირიქით - ბოღმა მღეჭავს!..


ვარ უაზრო ყოფის ტვირთით,

ხან კრინით და

ხან ჩოკინით,

სიკვდილამდე მორჩილი და,

ზეზეულად დაჩოქილი...


დავჩანჩალებ,

ჩემს საძვალეს

სანამ ქარი მოსილავდეს...

ნოსირიდან თეკლათამდე,

თეკლათიდან ნოსირამდე...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen