კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 08:05

 

რაღა დროსია...

ახლა მხოლოდ ხსოვნა მიგტირის, 

დრომ გააყალბა

შენი ორი მწვანე სპეკალი... 

ან ერთხელ მართლა მოგეკალი 

ნაღდი სიკვდილით,

ან ერთხელ მაინც, 

ერთხელ მაინც 

არ მოგეკალი...


შენ ძალზე გვიან, 

ძალზე გვიან, 

თურმე, მელოდი,

როცა დაფარულ ყრუ ტკივილებს

ფარდა ეხდება,

ასე დაღლილი, 

ასე ძველი,

ასე მელოტი,

ისე შეგხვდები სადმე, როგორც

მთა მთას შეხვდება.


ო, რა ძნელია,

თუკი ერთხელ ბედმა გიგანა 

და ისევ გტკივა მახსოვრობის 

ყველა უჯრედი..

ო, რა ძნელია

შეხვდე უკვე ჩამდგარ გრიგალად 

მას,

ვისაც ერთდროს უფალივით 

ციდან უჭვრეტდი...


ო, რა ძნელია,

მივიწყებულ კაცის სიფრთხილით 

გითხრა -

ათასჯერ გულს რომ ჩხვლეტდა 

მწარე ეკალი,

რომ ჯობდა ერთხელ მოგეკალი 

ნაღდი სიკვდილით, 

ან ერთხელ მაინც, 

ერთხელ მაინც 

არ მოგეკალი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen