კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 05:06

 

მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი

 

აჰა, ლაჟვარდო, კვლავ დავტოვე აჩრდილთა მღვიმე!

მაღალი ტალღა საფეხურებს აწყდება ჟღერადს

და განთიადის მსუბუქ ნისლში ირეკლავს მზერა

მკვდრეთით აღმდგარი ხომალდების ოქროვან ქიმებს.


ჩემი ხელები, მარტოული, მეფეებს მისტირს,

მათ ხვეულ თმა-წვერს ნაფერები, ზღვისაგან მლაშეს.

კაცები ომებს გამღეროდნენ, დარახტულ რაშებს,

კონცხებს, იალქნებს, მე ვტიროდი, მორბეულ ზღვისპირს...


ვუსმენ ნიჟარას - ბუკთა ხმობას, საომარ ძახილს

ხოფების მოსმას, მიმოქცევას ხმებისა მჭახის,

შელოცვებს მღერენ მენიჩბენი: ქარიშხალს ველით.


ზღვის მძიმე ბორგვა ნიჟარიდან შავად ხმიანებს...

ელადის ღმერთებს ვყვარებივარ, ტანნაკვთიანებს,

მკლავებს მიწვდიან ღიმილებით, ქაფისგან სველით.

 

* * * * * * *

 

სილურჯევ! მე ვარ... გარდასულთა დავბრუნდი გამოქვაბულიდან

რომ ვუსმინო ტალღათა დგაფუნის ღვთაებრივ ხორალს,

რომ ვუმზირო ცისკრებში ძველებურ ხომალდთა ხომლებს,

აღმდგართ ჩრდილეთიდგან ოქროვან ნიჩბების კვალდაკვალ.


ჩემი მარტოხელა ხელები უხმობენ მონარქებს;

ოდეს მარილიანს ბროლის თითებზე ვიხვევდი წვერს,

მე ვტიროდი. მათ კი ამღერებდათ ტრიუმფი ბნელი

და დამრეც ბაქანზე ზვირთების ბრბოთა აქაფება.


მესმის ნიჟარების წვრილი სტვენა და საყვირები

საომარ ჰანგზე ნიჩბების ფრენას აწესრიგებენ;

ხმაურიც უკვე მოუთოკავს მენიჩბეთ მღერას.


აი, ღმერთები, ხომალდის გმირულ მკერდზე აწვდილნი,

არ მაცილებენ ზღვით გაცვეთილ ანტიურ მზერას

და ნებიერ ხელებს, ნაქანდაკევს, ჩემკენ იწვდიან.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen