ეს მხარე ჩემი ჩიტის მხარეა.
ეს არის ჩემი ჯილდოც სასჯელიც
და ვამბობ, მაგრამ რა ახალია, -
რომ სხვაგან ყველგან დავიტანჯები...
მიყვარს.
ეს წყავიც,
ეს ლეღვსულელიც
და რატომ მიყვარს ნუ მკითხავ მიზეზს...
ცა და
მთვარე და
თეთრი ღრუბელი...
ბალახში ვწევარ და ასე გიმზერ.


