სხვა რა ვთხოვო წკრიალს ხსოვნის ზარის,
ეტლს გამობმულ მთვარით სავსე მინდორს
მოვიჩქარი,
რომ ყვავილი ყვავილს
მივუმატო
გავიხსენო ის დრო, -
რომ ვმღეროდით:
- ღმერთო, ნუღარ გვიწყენ,
თუ ამ ლხინშიც დაგვინახო ცრემლი,
რუსთაველიც
სხვის მიწაში გვიწევს,
რანაირი მამული გვაქვს, ლელი.


