|
მთვარე, ვით ქარვა, ღამე-გიშერი. ეს მოგონება დღესაც მაბრაზებს, ჩემს აგარაკზე შემოიჭერი და ტუჩით ტუჩი გადამირაზე.
და ჩამოიმტვრა ვარსკვლავთა ხიდი, მე აღარ მხიბლავს ფარჩის გარხევა, სიჩუმეს ლექსით გამოვისყიდი.
სევდა ღიმილში გადამაქვს ხელად, და ბოროტ ტუჩებს, სიცილით აცრილს, სიტყვას ვუკრძალავ სხვის გასამხელად.
პოეზიაში ვიხრები მარცხნივ, ოხ! ჩემზე ღელავს ჭრელი ხალათი, როცა ტუჩებით წამწამებს ვვარცხნი.
სიკვდილ-სიცოცხლის გზაჯვარედინი, და ჩემს ფიქრებში ისე იჭრები, როგორც თბილისზე ჯალალედინი. |


