კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 05:31

 

ცხოვრების ჩემის ჰორიზონტი რამაც გაღუნა,

გამოვეთხოვე უნაზესი ხელის შეხებით;

მერე ვფორთხავდი საფლავებზე, როგორც ღამურა,

ვიდრე ჩემს საფლავს მიაგნებდნენ ჩემივ ფეხები.


ავწიე კუბო სავსე ძვლებით, სევდით, კირთებით,

სავსე თვალებით, სიცოცხლეში რომ გამიქურდეს,

ჩემივ საკუთარ ტვინს გასთხრიდნენ ჩემი თითები,

ეძებდნენ აზრებს და საფეთქლებს სცემდნენ წკიპურტებს.


ბოლოს მიაგნეს ჩარჩენილ აზრს, რომ ქვეყნად არ ღირს

წამების გარდა არაფერი წამების შემდეგ.

და მე მეგონა, განაწამებს, დარღვეულს, დაღლილს

ამწევდნენ ცაში, როგორც დიდი კაცობის შედეგს.


მაგრამ მზეები ჩემგან უცნობ ძალას დანებდნენ

და ქვეყანაზე არ ველოდი ხმის გამთელებას.

ვგმობდი სიცოცხლეს, სიკვდილშიაც გაუთავებელს,

ვიდრე ღამეში არ გავთეთრდი, როგორც თენება.


ახლა მარტო ვარ, შენც შორსა ხარ და, ვაი მარტოს,

როცა წინ გზაა, კაცისაგან ხელშეუხები.

ვეძებ წამებას, რომელიც მე არ გამეცადოს

და ამ ძებნაში დაიღალნენ ჩემი მუხლები.


დაო ძვირფასო, დაიღალნენ ჩემი მუხლები.

ჩემი სხეული საკუთარმა ძალამ წალეკა,

ქვეყნად შენ ერთი ჩემს ამნაირ ბედზე სწუხდები

და გაამაყებს უცნაური ჩემი წამება.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen