დაიჟინჟლება მტვრიანი ქუჩა,
ცა გადიქცევა მოტირალ ქალად,
გული ამ დღესაც თუ გადაურჩა
გული თუკი დღეს არ მოკლეს ძალად,
ისევ მოგნახავ, გეტყვი: ვეწვალე,
ბოლოს ლექსები დავიდგი მკერდად,
მომენატრე და ხმები შევცვალე,
მოსასმენელი ტკბილ ალავერდად.
და თუმც წახველი მაინც არ მჯერა
ყველა შენდარი იქცეს გამცემად.
მაშ რად გიგონებ ლექსებში ჯერაც,
მაშ რად ვიჩოქებ შენს სალოცველად.
მზესავით მზეო, უშენობამა
ხმაში ჩაწყვიტა წკრიალა ლარი,
სიტყვა დაახრჩო უთქმელობამა
და საამბობი დარჩა ზღაპარი.


