კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 15:16

 

ვაჟამაც აქო შენი ტალღები

და, ალბათ, მგზავრმაც გითხრა ლექსები,

სადაც მორევში, როგორც ბალღები,

ჭყუმპალაობენ მურყნის ფესვები.


კარგი წყალი ხარ, კალმახის ბუდე,

საიალაღო მთების აბანო.

შენთან მწყემსები იხსნიან გუდებს,

ტალღებს სხეული რომ დაამგვანონ.


მთების ლაჯებში ბორგავ მძვინვარი,

ორწოხებს სწვდება ტალღების ტაში.

ზოგჯერ ავდები ტანნაწვიმარი,

დალეწავ კლდეებს, ბილიკებს წაშლი,


რომ შიშნაჭამი ახავლდეს შველი,

მურწაც ქვებს ულვაშს უღიტინებდეს,

რომ ჩახჩახებდნენ ტალღები შენი,

ვით დამსხვრეული შავი ტინები.


მთვარე რომ ტალღებს ააფერადებს,

ზეცა იმსხვრევა ყვითელ შუშებად,

იძალებს შუქი და ტანკენარებს

თავის ჩრდილები ეხამუშებათ.


მორევში ელავს ვერცხლის მადანი,

და ჟრუანტელი როცა იელვებს,

ნაპირზე მყოფი ერთი მათგანი

ჩემს ლექსს ჩურჩულით გაგიზიარებს.


მაშ მითხარ, ლექსი, აქ აფრენილი,

სად დაიბერტყავს მხრებს ეჟვნებიანს?

მითხარი, ღამით ვერხვის ფოთლები

ჭალას რა ზღაპარს ეუბნებიან?


ჯერ კიდევ ბავშვი გხვდებოდი დილით

დუდგულის თოფით და ჯოხის ცხენით...

მეფარა ცა და გაშლილი ჩრდილი,

შენს ნაპირზე რომ აჩენენ ხენი.


მას შემდეგ მიდის თერთმეტი წელი,

თერთმეტჯერ ხეთა თოვლისგან დახრა,

თერთმეტჯერ გახმა ტბის პირას ლელი

და მეთორმეტედ ამწვანდა ახლა.


შენც შეიცვლები, დაიდგამ ჯიღას,

გაუკვირდება ჩამოსულ ფშაველს,

გიამბობს ორი ობოლის იგავს,

მიწაზე ყოფნა რომ დაუშალეს.


მთვარეს დაფარავს სხივთა ჩქერები,

შენი ტანიდან გამონაწოვი,

მაშინ მეც უფრო მოგეფერები,

ჩემო იორო, აკვნად ნარწევო!


და მინდა მიწას ლექსების ჩქერი

შენი შხეფივით გადმოვაყარო.

ვსაუბრობთ ასე, ვსაუბრობთ ლხენით

ამ საუკუნის ორი მაყარი.


როგორ კარგი ხარ როგორ იცვლები!

მოდი, მომეცი ძმური ხელები,

კაცი მგონიხარ, გულს გეფიცები,

და ასე მიტომ გემეტყველები.


ვაჟამ დალოცა შენი ტალღები,

მთიელმა მთიელს გითხრა ლექსები,

სადაც მორევში, როგორც ბალღები,

ჭყუმპალაობენ მურყნის ფესვები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen