კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 12:13

 

(ბალადა)


ღამის კაცი იყოო თორღვა, ღამით გაედევნაო მტერს ცხენოსანი. უწმინდური გაედევნა და დაიღუპაო თორღვა! - ასე მიამბობდნენ ჩვენი სოფლელები.


მხედარს ცხენი გაულომდა,

ცა ელავსა ნაავდრალი.

მარტო ხმალი ხმაურობდა,

მდინარე და ცხენის ნალი.


- ლურჯავ, ჩქარა და რა გინდა:

ნისლის ბინა აგიშენო,

ალმასით და იაგუნდით

სამკერდული დაგიმშვენო,


ზეცის თაღი ჩამოვხარო,

ჩვენი ძმობა დავაწერო.

ვარსკვლავები ჩამოვყარო,

უნაგირზე დავაკერო.


ქარმა ნისლი გადალალა,

სადღაც ცხრა მთას იქით მიაქვს.

მელოდება შავდალალა,

მას შენსავით თვალები აქვს...


მას შენსავით თვალები აქვს,

მუშაო და ნუშის დარი.

მელოდება შავდალალა,

მიუვიდე უშიშარი.


აქ ხევია,

იქ გორია.

მუხას სურო შეხვევია,

გველები კი ნუ გგონია.


წამოფრინდეს ცხრა ყორანი

ორწოხებზე ასვლისასა,

ეტყობოდეს ნატორალი

ა, იმ მთასა, არშისასა.


მაგრამ მტერს თუ შევეჯახე,

სისხლი ჰღებდეს ლაგმის ტარებს,

ნაპრალები გადალახე,

დედაჩემთან მიმიტანე.


მთვარე მკლავზე გასრიალდა

ნამგალა და დალეული,

სადღაც ხმალი გაწკრიალდა,

თოფის ჩქამში გარეული.


ღამე, ცრემლებნაპკურები,

ჩაეხვია მთების უბეს,

მოიბუზენ ღამურები

და ნანგრევში დაიბუდეს.


ირიჟრაჟა... მზე ჯერ არ ჩანს,

თუმც ცა ელავს დაკოდილი,

დასცემია ნესტი აბჯარს,

ხევის პირას ნაპოვნს დილით.


- მეგობარო, აქ რა გინდა!

ნამი გასველებს,

ღამე ღამეს გაეკიდა,

ღამე დასერეს.

- მეგობარო, აქ რა გინდა,

ნამი გასველებს!..


- ჩემს რძალს უთხარ, ჩემი ძმის ქვრივს,

გამჭრას, ჩემი გული ნახოს...

ისე ნაზის, ისე ახლოს,

ვეღარ შევძლო მისი ნახვა.

უწმინდური გამომგზავნა,

ბედი მიტომ დამეთალხა.


მე ხიფათმა დამიტანა,

ვეღარ დავხოც სთველში ხარებს.

ვეღარ მოვალ ტანლატანა,

სოფელს ვეღარ გავახარებ. -


იწვა მოყმე ლომისფერი,

მკერდზე სისხლი ჩასდიოდა,

ხმლით მოეკლა ოცი მტერი -

უომრობას გაჰკიოდა.


- ჰეი, თორღვავ, გაცვეთილა

შენი კოშკი ძვალმაგარა,

ასი წელი გაკვეთილა,

მოშაო და ფრთაფაფარა.

ბევრმა წყალმა ჩაიარა,

ბევრი ზღურბლი გაითელა.


მწვანე ხავსი, კოშკს რომ აწევს,

როგორ არადროულია.

ახლა ცხვარს ვინ მოიტაცებს,

ცხვარს ბალღებიც მოუვლიან.


და ჩვენი მთა, მწვანე სერად,

შენი ხმა რომ დაკარგულა,

ნახე, როგორ დაქარგულა,

ნახე, როგორ დაისერა.

მიწას ვთხრიდით, მახვილპირა

წერაქვს ხმალი შეეხალა,

ვისი იყო, ვის ეჭირა?


იქნებ შენი ხმალი არი!

ჟანგს ფოლადი გაეღარა

ორპირა და ლარიანი.

იქნება შენ ატარებდი

პირბეწვას და მეფისეულს.

ჰპირდებოდი ოქროს ტარებს,

ხალიბაურს ადარებდი,

ჰე, ვინ იცის!..


პატარებმა

შავს მიწაში ნაწოლარი

მოიტაცეს გახარებით

და მუზეუმს ჩაუტანეს

ხმალი, შენი ნაქონარი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen