კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 25 სექტემბერი 2026 03:42

 

 

 

გაგიჭირდა სიარული,

საწყლად წევხარ

მოგონებებს შორის, -

ერთი კოვზი სიხარული,

ერთი კოცნა სიყვარული,

ცხრა ფუთ წამალს

გირჩევნოდეს, მორის!


აგეკრძალა სამსახური,

გენატრება პაპიროსის ბოლი...

ერთი თვალით დანახული

ერთი ჭიქა გაზაფხული,

ცხრა სიგარეტს

გირჩევნოდეს, მორის!


უსტვენ... მაგრამ არ აფრინდა

შენს საწოლზე

შემომჯდარი ქორი, -

არაფერი აღარ გინდა...

ერთი ბღუჯა ბალახი და

ერთი მუჭა საქართველო, მორის!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen