კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2026 16:52

ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, სწორედ სინიორ ჩეზარეზეა ზედგამოჭრილი. სინიორი ჩეზარე კვირაობით დილის ძილს გაიბრტყელებს ხოლმე და გვიან დგება. მერე კარგა ხანს პიჟამოიანი დაბორიალობს ოთახში, ხოლო საათი თერთმეტჯერ ჩამოჰკრავს თუ არა, ოჰო, გაპარსვის დროაო, იტყვის და სააბაზანოში შევა. როცა სინიორი ჩეზარე პირს იპარსავს, სააბაზანოს კარი მუდამ ღიაა.

პატარა ფრანჩესკო გულის ფანცქალით ელოდება კვირა დილის გათენებას. ის ჯერ ექვსი წლის ბიჭია, მიწას არ ასცილებია, მაგრამ უკვე კოჭებში ეტყობა - ექიმი გამოვა.

როგორც კი მამას წვერის გასაპარსად გამზადებულს დაინახავს, გადმოიღებს ერთ ბღუჯა ჰიგროსკოპიულ ბამბას, დენატურატის შუშას, ცოტა საკრობელა სალბუნს, და მივა, სააბაზანოში მიუცუცქდება.

- რა იყო? - ეკითხება სინიორი ჩეზარე და თან ნიკაპს ისაპნავს. ისე დღეებში ჩვეულებრივ ელექტროსამართებელს ხმარობს. კვირაობით კი ძველ დროს გაიხსენებს ხოლმე, საპონს ააქაფებს და ნამდვილი სამართებლით იპარსავს.

- რა იყო-მეთქი?

ფრანჩესკო მობღუნძული ზის და კრინტს არა ძრავს.

- ჰაა, ხმა ამოიღე, ბიჭო!

- აი, ლოყა თუ გაიჭერი, - ეუბნება ფრანჩესკო, - წამალს დაგადებ.

- აბა შენ იცი, - ღიმილი თვალებშიღა ეტყობა სახეგასაპნულ სინიორ ჩეზარეს.

- ოღონდ ძალით არ გაიჭრა მაშინდელივით, - ვითომ ექიმი ვარო, ხმას იბოხებს ფრანჩესკო. - ძალით გაჭრილი არ ითვლება!- ეგრე იყოს, - ამბობს სინიორი ჩეზარე და სარკეში თვალს უკრავს. ხან ერთ ლოყას ისაპნავს, ხან მეორეს, აღარ იცის, რა ქნას, სამართებელს სულ წაღმა-უკუღმა ატრიალებს, ლამის მთელი სახე ჩამოიფხიკოს, იქნებ უცაბედად მართლა მომიხვდეს და გამეჭრასო, მაგრამ არაფერი არ გამოსდის.

ბოლოს, მეტი რა ჩარაა, ლოყას ისევ ძალით იკაწრავს, და ფრანჩესკოს ნანატრი საქმე უჩნდება. მე შენ გეტყვი, აერევა რამე.

ჯერ სისხლის წვეთი უნდა მოსწმინდოს ბამბით, მერე დენატურატს მიაშველებს, ჭუჭყი არ შეეჭრასო, და ზედ სალბუნს დაადებს.

ექიმობანას თამაშს ბოლო არ უჩანს. სინიორი ჩეზარე ყოველ კვირა დილით თითო წვეთ სისხლს აძლევს თავის პატარა ექიმ შვილს. ფრანჩესკოს კი ჰგონია, მამაჩემისთანა დაბნეული და დაბდური კაცი დედამიწის ზურგზე არავინ არისო.

 

* * * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen