კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 23:18

 

ძლიერი მეფის ვახტანგის უდროოდ დაკარგვამ ჩვენი ქვეყანა ჩააგდო დიდ განსაცდელში. ვახტანგის მემკვიდრე თავის გმირ მამას ბევრით არაფრით ჰგავდა და ვერ შეძლო გამარჯვებული სპარსელების შეკავება.

მათ კვლავ მოიმაგრეს ფეხი ჩვენს ქვეყანაში, დაიწყეს ბრძანებლობა ქართველ მეფეზე და ხალხზე, მოიწადინეს თავისი სარწმუნოების გაძლიერება და ქრისტიანობის ამოფხვრა. განახლდა ორ სარწმუნოებას შორის სასტიკი ბრძოლა. ქართველებისთვის ბრძოლა მეტად ძნელი იყო, რადგანაც მაშინდელი სპარსეთი უძლიერეს სახელმწიფოდ ითვლებოდა. ბევრი სულმოკლე ქართველი ღალატობდა ქრისტეს და სპარსელების სარწმუნოებაზე გადადიოდა, რათა ეამებინა მბრძანებელთათვის და ჯილდო მიეღო. ქრისტიანობა სუსტდებოდა და წარმართობა ძლიერდებოდა.

ამ საშინელი გაჭირვების დროს სამხრეთიდან ქართველებს ძმურად გამოუუწოდა ხელი ერთმა ქვეყანამ, რომელიც საქართველოს სამხრეთით მდებარეობდა და სადაც დსახლებული იყო ქართველთა მონათესავე ერი. ეს ქვეყანა იყო კაბადოკია, რომელშიც იმ დროს ჰყვაოდა ქრისტიანობა და განათლება. ამ ქვეყნიდან იყო წმიდა ნინო, ქართველთა განმანათლებელი, წმიდა გიორგი; გამოჩენილი ღვთისმეტყველნი: წმიდა ვასილი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და სხვა განთქმულნი სწავლულნი და ღვთისმეტყველნი. ესენი ყველანი, როგორც კაბადოკიელები, ჩამომავლობით ქართველების ახლო ნათესავები იყვნენ.

აი, ამ ქვეყნიდან წამოვიდა საქართველოში ქრისტეს სულის გასამტკიცებლად და გასაძლიერებლად ცამეტი წმიდა მამა. ამ მამებმა კარგად იცოდნენ, რომ სპარსელებისაგან მათ ტანჯვა, წვალება და თვით სიკვდილიც კი მოელოდათ, მაგრამ ამას არ შეუშინდნენ, გამოემგზავრნენ კაბადოკიიდან ჩრდილოეთით ჩვენს ქვეყანაში და მოვიდნენ მცხეთაში, რომელიც იყო ქართველთა კათალიკოზის სატახტო ქალაქი. აქ მათ დიდი სიხარულით მიეგებნენ: კათალიკოზი, სამღვდელოება და ერი.

ძვირფასი სტუმრები მცხეთაში დიდხანს არ დარჩენილან. ისინი გაეშურნენ სხვადასხვა კუთხეებში, სადაც უფრო შესუსტებული იყო ქრისტიანობა და აქ დააარსეს მონასტრები. ყველა მონასტრებთან გამართეს სკოლა, წიგნთსაცავი და ამ სახით მონასტრები გახადეს  წმიდა ცხოვრებისა და განათლების წყაროდ. ამითი მეტად ხელი შეუწყეს ქრისტიანობის გაძლიერებასა და ქვეყნის წარმატებას.

ამ მონასტრებში ითარგმნებოდა სხვადასხვა საღმრთო და საერო წიგნები, იწერებოდა თხზულებანი და გროვდებოდა ურიცხვი ხელთნაწერები. ყველა მონასტერი ცდილობდა გაემდიდრებინა თავისი წიგნთსაცავი სხვადასხვა თხზულებით, რომლითაც სარგებლობდნენ ყველა წოდების ქართველები და იძენდნენ განათლებას.

ამ ცამეტ მამათა შორის იყვნენ: იოანე, რომელმაც დააარსა მონასტერი მთა ზედაზენზე, მცხეთის აღმოსავლეთით და ამის გამო დაერქვა ზედაზნელი; შიო, რომელმაც დააფუძნა მონასტერი მცხეთის დასავლეთით დიდს მღვიმეში და დაერქვა შიო მღვიმელი; ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, იოსებ ალავერდელი, აბიბოს ნეკრესელი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen