კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 02:12

 

მიწა ადამიანს კვებავს, მაგრამ მუქთად არა. მან ბევრი უნდა იმუშაოს, რომ მიწამ უბრალო ბალახის მაგივრად მისცეს: პური, სიმინდი, ღომი, ქერი, დიკა, ფეტვი და შვრია. თავდაპირველად, თუ დიდი ხნის დასვენებული არ არის, მიწას განოყიერება უნდა. გლეხი ურემზე დებს ნაკელს, გააქვს მინდვრად და გროვა-გროვა ყრის სახნავ მიწაში. ბოლოს იღებს ნიჩაბს და ნეხვს თანასწორად ასწორებს მიწაზე.

შემდეგ მიწას მოხვნა უნდა. თუ მიწა ფხვიერია და ღრმად მოხვნა საჭირო არ არის, გლეხი მიწას კავით ხნავს. თუ მიწა გაუტეხავია, ან მაგარია და ღრმად მოხვნას ითხოვს, მაშინ გლეხი გუთანს იყენებს. კავი გაცილებით უფრო მსუბუქია გუთანზე, ამიტომ მასში უღელ ხარს აბამენ. გუთანი კავზე ბევრად მძიმეა და მიწას ღრმად აპობს მიწას, ამიტომ გუთანში აბამენ რამდენსამე უღელ კამეჩს და ხარს, ოთხი უღლიდან რვა უღლამდე.

აი, მოიხნა მიწა. იგი თავიდან ბოლომდე მოფენილია დიდი ბელტებით, რომელიც კეც-კეცად აწყვია. ხვნის დროს ნაკელი მიწაში აირია და თანაბარის სისქე მისცა; მაგრამ ეს არ კმარა მოსავლისათვის. ხმელი ბელტები მარცვლების გასაღვივებლად არ ვარგა. მათ უფრო რბილი ბინა უნდათ და გლეხიც უმზადებს ასეთ ბინას. გლეხს მოაქვს  მსხვილი წკნელისაგან დაწნული ფარცხი, თესავს მოხნულში მარცვალს და თან კიდეც ფარცხავს. ფარცხი ამტვრევს და ფხვნის ბელტებს და ათანასწორებს ხნულს. საღამომდე მთელი ხნული ახლად დაგვილ სახლსა ემსგავსება. ნათესს უხარია, რომ გლეხმა ასეთი რბილი საწოლი მოუმზადა. თესვა გლეხებმა გაზაფხულზეც იციან და შემოდგომაზეც. შემოდგომაზე ხორბალს თესავენ და ძველ თესლს ეძახიან; გაზაფხულზე თესავენ: სიმინდსა, ქერს, შვრიას და ხორბალს.

ძველი თესლი შემოდგომაზე ამოდის მიწიდან. ამ დროს მთელ მინდორში ბალახი გაყვითლებული და გამხმარია. ახლად ამოსული ყანები კი მშვენიერი მწვანე ხავერდივით გამოიყურება. მაგრამ აი გავიდა შემოდგომა და დადგა ზამთარი. თვალები გტკივა, როცა ხედავ, რომ აღაღანებულ ყანებს ზემოდან ათოვს, ნორჩ პატარა ფოთლებს სუსხავს, სძრავს, აჭკნობს და აქრობს. მაგრამ, სამაგიეროდ, ამ დროს მიწაში ფესვები უფრო მეტად იზრდება, ღონიერდება, მრავლდება და ღრმად მიდის ქვევით.

თოვლიანი ზამთარი ძალიან სასარგებლოა ნათესისთვის. ზემოდან მიწაში თოვლი ყინვას არ უშვებს და ამის გამო ხორბლის ფესვები არ იყინება. მაგრამ, თუ დიდი ხანი მშრალი ყინვები დაიჭირა, მაშინ ფოთლებთან ძირებიც იყინება, ჭკნება, და მოსავალი ფუჭდება. აი რისთვის ეშინიანთ გლეხებს უთოვლო, ყინვიანი ზამთრის და უხარიათ, როცა საზამთროდ ყანები თოვლის თეთრი საბანით გადაიხურება.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen