კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 20:15

 

არც ერთი არ გათხოვილა. დაბერდნენ სულ იმაზე დაფაციცებულნი, რაიმე ესიამოვნებინათ ერთმანეთისათვის. სამსახურში რომ დადიოდნენ, მაშინ კიდევ ხვდებოდნენ სხვებს, პენსიაზე გასულნი მთლად მარტონი დარჩნენ, მარტო ერთმანეთის მაყურებელნი. დიდი-დიდი, ხელიხელ ჩაჭიდებულნი გასულიყვნენ თავიანთი პატარა მოედნამდე, გამობრუნდებოდნენ იქიდან და იყვნენ სულ შინ.

ძალიან უყვარდათ, რომ შებინდდებოდა. შებინდდებოდა და აღარც სხვები დადიოდნენ გარეთ. გაიწყობდნენ მორიდებულ ვახშამს, დაიდგამდნენ ძველი, ძველებური ბოთლით როგორც წესი, ლოცავდნენ ოჯახს, შენდობას ეუბნებოდნენ წინაპრებს, მერე მარტო ამასღა ამბობდნენ: 

- შენ გაგიმარჯოს, ია! - შენ გაგიმარჯოს, ლია! - ბოლოს აღარც ამასა ამბობდნენ, აიღებდნენ ჭიქას, აყანყალებდნენ ჰაერში და იცინოდნენ, იცინოდნენ კუჭკუჭით. შიგდაშიგ მომუჭული ხელის ზურგებით იწმენდნენ იმ სიცილის ცრემლებს. მერე აღარც იწმენდნენ...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen