კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2026 17:08

 

(სურათი ახლო წარსულიდან)

 

იმ აუარებელ მსხვერპლთა შორის, რაც განმათავისუფლებელ ხანას შეეწიოა, დიდებული მსხვერპლი შეეწირა მონუცებულ ელენესგანაც. მისი „ბიჭი“ - როგორც იგი უძახოდა თავის შვილს, - ახალგაზრდა მეცნიერს,  სიცოცხლით სავსეს, კაცთმოყვარეობით გულაღვსალი, სწორედ იმ დროს გამოასალმეს წუთისოფელს, ვით ავაზაკის ტყვიით შუბლი სწორედ იმ დროს გაუგმირეს, როცა მისი გული ღელავდა სიბრალულით იმ საცოდავთა და ბედშავთა მიმართ, რომელთაც მის თვალწინ შეუბრალებლად ჰსრესავდენ ქუჩაში, როგორც პირუტყვთ და რომელთა მიშველებას იგი ჰლამობდა.

სამინელ მდგომარეობაში ჩავარდა ძვირფასი შვილის დამკარგველი მოხუცებული დედა. დადუმებული, გაშტერებული, თვალებგამომშრალი მთელი დღეები მკვდარივით ესვენა საწოლში, ყველას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ უსაზღვრო მწუხარებაში მყოფი მოხუცი ვერ გაუძლებდა თავზე დამტყდარ უბედურებას, ყველანი მისი აღსასრულის დღის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ გაიარა დღეებმა, განვლო ხანმა. მოხუცი ელენე არ მომკვდარა. თავდაპირველში განუზომელი მწუხარებისაგან დაჩლუნგებულმა, მიდუნებულმა, დასუსტებულმა გონებამ კვლავ დაიწყო მუშაობა, ამოძრავდა და როცა ცოტაოდენი ძალა მოიკრიფა, დღისით და ძილგატეხილ ღამეებშიაც მხოლოდ მისი „ბიჭის“ გარშემო ტრიალებდა მისი გონება, მოხუცებულის თვალწინ იშლებოდა მისი „ბიჭის“ მთელი სიცოცხლე ათასი წვრილმანებით, - მისი ბავშვობა, გაჭირვებაში გატარებული მისი სწავლის დღენი, მისი დავაჟკაცება, დაბრძენება, მეცნიერების გატაცებულ მსახურად შექმნა, თვალწინ უდგა მისი შნოიანი „ბიჭი“, ადამიანის უსაზღვრო მოსიყვარულე, რომელიც წინ დაუდგებოდა ხოლმე მას, მის საყვარელ დედას და დაუწყებდა ხოლმე ტკბილ მუსაიფს თავის საამური ხმით; ხალისიანი კილოთი უშლიდა თავის გულს, უზიარებდა თავის ოცნებებს.

გატაცებით მოლაპარაკეს აღტაცებაში მოჰყავდა საყვარელი მშობელი... ეს ხმა ახლაც რომ ესმის, რომ ესმის მისი ლაპარაკი, მისი სიტყვები მოხუცებულის გული ღელავს სიამოვნებით, ნეტარებით... მისი „ბიჭი“ თითქო ცოცხალი იყოს! მაგრამ ამას შეუბრალებლად სცვლის საზარელი, თავბრუდამხვევი სურათი... ზღვა ხალხი... მისი „ბიჭის“ კუბო, რომელსაც მისდევს ეს უთვალავი ადამიანთა გროვა, აღელვებული, აბობოქრებული... მისდევს გოდებით, გამწარებული... ფიცს სდებენ მის კუბოსთან... ესმის იმედებით სავსე ცხარე მიმართვა, რომ მალე, მალე გათენდება ნათელი, ბრწყინვალე დღე და რომ იმ მბრწყინავ დღეს მივლენ მასთან ყველა წამებულნი, წვალებულნი, ტანჯულნი, რომელთათვის მუდამ თრდოდა მისი გული; მივლენ სალამით, მივლენ და მიახარებენ სასურველ დღის გათენებას და მადლობას მიუძღვნიან მას, მათთვის თავდადებულს, მათთვის თავის შემწირველს.

როდის, როდის გათენდება იგი დღე? მაშინ აღსრულდება რაზედაც ოცნებობდა მისი ძვირფასი "ბიჭი", მაშინ ნახავს შვებას ყოველი შეწუხებული ამ ქვეყნად! მაშინ იხილავს მისი დამწუხრებული გული მისი „ბიჭის“ დიდებულობას! იგი დღე იქნება ყველასათვის და ყველასთან ერთად მისი ბედნიერების დღეც...

და მოხუცებული მშობელი იმედებით შემოსილი, გამხნევებული კვლავ დაუბრუნდა ამ ქვეყნას, იგი გაფაციცებით ყურს უგდებდა ყოველივეს, რაც მის გარეშემო ხდებოდა, გაფაციცებით თვალს ადევნებდა რაც ქვეყანად ისმოდა; მუდამ ჩარგული იყო გაზეთებში, რომ ამოეკითხა სანატრელ ბრწყინვალე დღის მოახლოვების ნიშნები, და როცა რამე არასასიამოვნო, უნუგეშო ამბავს ყურს მოჰკრავდა, ან ამოიკითხავდა, გულ-ამღვრეული მოხუცი აღელვებული წამოიძახებდა ხოლმე:

- ო, საზიზღრები.. საზიზღრები!.. თავისას მაინც არ იშლიან!.. არ იშლიან!.. როდემდის, როდემდის?! ნუთუ საშველი არ არის?! არ არის საშველი?!.

და გულშეწუხებული, აღელვებული მიაშურებდა თავის ოთახს, აქ მის საწოლთან მაგიდაზედ შავ ჩარჩოში ჩასმულ მისი „ბიჭის“ სურათის წინ დადგებოდა და თვალცრემლიანი უცნაური გამწარებით, სასოწარკვეთილებით მიჰმართავდა: "შვილო, რათ დამეღუპე, რათ?.. თუკი არაფერი საშველი იქნებოდა... თუ კი ასე იქნებოდა... რათ გაწირე შენი სიცოცხლე?.. რათ არ მოითმინე?.. რათ დამეღუპე შვილო?..

და გულამომჯდარი, აქვითინებული, გამწარებული მოხუცი მშობელი დაემხობოდა მისი ძვირფასი შვილის სურათის წინ, გარეტიანებული, მწუხარებისაგან გრძნობა დაკარგული და დიდხანს, დიდხანს იყო ხოლმე ასე დამხობილი სანამ ბურანში მყოფს ისევ მისი შვილისაგან შეცოდებულს არ გამოაფხიზლებდა მისი ხმა, რომელიც ეხვეოდა და მისებურად ტკბილად, ხალისიანად ეუბნებოდა:

- ნუ სწუხარ დედიკო, ნუ სწუხარ! მართალია ქვეყანაზედ ადამიანი კიდევ ბევრ უბედურებას განიცდის, ბევრ სიმწარეს შეჰხვდება, მართალია დღეს ადამიანი ადამიანს კიდევ მტრულად უხვდება, მაგრამ ბედნიერების დღე მაინც არ ასცდება მას, მიუხედავად ყოველივე დაბრკოლებისა!.. ბუნება, საკვირველებით მოცული ბუნება, ადამიანისაგან ჯერ სრულიად უცნობი, საიდუმლოებით მოცული ბუნება თავისუფალ პირობებში ამუშავებულ ადამიანის გონებას გადუშლის მასში დაფარულ საკვირველ ძალას და მაშინ ადამიანი უკუაგდებს სასტიკ მცნებას "ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსაო“, მაშინ მოისპობა ქიშპობა ადამიანთა შორის, ადამიანი იქნება განმავითარებელი მასში ჩანერგილი ნიჭისა და არა მისი მოვაჭრე, იქნება თვისი ნიჭის მიმდევარი, მისით დამტკბარი, მისით ბედნიერი და მის გარეშე მყოფთა მოსარგებლე ..

კი დედიკო! ბედნიერება მოვა ქვეყნად, მოვა! ბნელ ღამეს შესცვლის ნათელი დღე... ეს კანონია ბუნებისა და ვერავითარი ძალა, ვერაფერი მას ვერ მოშლის, ვერ შესცვლის და ყოველივე ცდა ამის საწინაღმდეგოდ სამწუხარო უგუნურებაა!.. კი, დედიკო, კი, კი!

მკაფიოდ ესმოდა ყოველივე ეს მოხუცებულს და როცა სურვილი წასძლევდა, რომ ერთი თვალი მაინც შეესწრო, შეესწრო მისი მანუგეშებლის, მისი ტკბილი მოსაუბრისათვის და თავს აწევდა თუ არა, მისი "ბიჭი" ისევ ხმაგაკმენდილი, გაჩუმებული გამოიყურებოდა თავის შავ ჩარჩოდან.

დიდხანს, დიდხანს თითქო საყვედურით მიაჩერდებოდა მას, შეუბრალებლად, დადუმებული დადუმებულს, მაგრამ მისგანვე მისი სიტყვებით გამხნევებული მოხუცი ბრუნდებოდა ოთახიდან და ისევ ბრწყინვალე დღის გათენების მოლოდინში იყო, ქვეყნად ბედნიერი დღის შესაგებებლად ემზადებოდა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen