კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 00:48

 

 

 

ნანა, ჩემო პაწაწინავ,

ჩემო მზევ და სახელო.

დედის გულში უფლის ხელით 

ანთებულო სანთელო.


ნანა, უფლის საჩუქარო,

ნანა, ჩემო ხალისო,

შენითა მაქვს სიხარული

და იმედი ხვალისო.


დაიძინე, თვალს დაგაფენს

ანგელოსი ძილსაო,

ჯვარს გადაგწერს საკეთილოდ

ლამაზ სახე-პირსაო.


ნანა, ჩემო სიცოცხლეო,

ნანა, დედის გულსაო,

სათნოებავ, ზეციერო,

ჩემი შვილის სულსაო.


ნანა, ნანა, დაიძინე

მშვიდად, ჩემო პატარავ,

შენით იქნებ საქართველომ 

შეძლოს ლელოს გატანა.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen