კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 06:25

 

დედები ადრე მიდიან ხშირად

ბედისამარა ვრჩებით უდედოდ,

დედა მოკვდაო, საკუთარ თავსაც,

არ შეახსენო, არ გაუბედო.


დედის სიკვდილი მარადიული

სულის გლოვაა, და შეგვახსენებს,

რომ ემატება ძალა ღვთიური,

მოგონებებად ქცეულ სახელებს.


მიდის, არ მიაქვს და ჩვენთან ტოვებს,

სითბოს, რომელიც თან გვსდევს მეგზურად,

შეგვეძლო დედის გადასარჩენად,

დაუსრულებლად მეტი გვეზრუნა.


ღმერთია შემწე არდავიწყების

მარადიული სანთელი ენთოს,

ღმერთი პატრონობს სულის სიწმინდეს,

და პირველობას ვერასდროს ვერ თმობს.


დედები ადრე მიდიან ხშირად

ბედისამარა ვრჩებით უდედოდ,

დედა მოკვდაო, საკუთარ თავსაც,

არ შეახსენო, არ გაუბედო.


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen