კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 06:26

 

დედის კალთაზე, მის ნათელ 

ღიმილზე კარგი რა არი. 

გული დედისა შვილისთვის 

ალერსის დიდი ზღვა არი.


დედაა ბედნიერების, 

სიკეთის გამომსახველი, 

მიტომ უწოდეს სამშობლოს 

დედა-სამშობლოს სახელი.


შევხარით დედა-ქალაქის 

ყოველ ქუჩას თუ სართულსა,

და დედა-ენას ვუწოდებთ

ჩვენს ტკბილ, მშობლიურ ქართულსა.


რაც სიხარულის, იმედის,

სიწმინდის სახელს ატარებს, 

დედასთან დავაკავშირეთ,

ჩვენს ძვირფას დედას ვადარეთ.


პირველად დედა ვახსენეთ, 

მის მკერდზე ვიწყეთ თამაში, 

გადავიფურჩქნეთ, გავლაღდით 

დედის ტკბილ იავნანაში.


ისეთი კარგი ვიქნები, 

დედიკო, გაძლევ პირობას, 

რომ მუდამ გულს გიხარებდეს 

შენი გაზრდილის შვილობა.

 

ლექსები დედაზე  • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen