|
შენ სახეზე ნაოჭები ვნახე, როგორც თოვლზე ბეღურების კვალი... გარეთ ისევ იმ ალუბლებს არხევს მდინარიდან წამომდგარი ქარი.
ბევრზე ბევრი მოგწევიათ წვიმა, დღეს მე ვამტვრევ მზეში გამთბარ რტოებს - შენთვის უცნობ გოგონასთან მიმაქვს.
შეუმჩნევლად წამოზრდია ფრთები... იგრძენი და იქნებ სწორედ მაშინ, ალუბლებმა გაგითოვლეს თმები. |


