|
(ანუ და ვერ აღწევდა გულში ზამთარი)
მას დილით ფიჩხი მოჰქონდა ტყიდან, ოჯახის ბურჯი იყო ნამდვილი. ცალუღელს სწევდა, ცხრა შვილსა ზრდიდა, ქვრივის კაბით და ქვრივის მანდილით.
და ცვარს ნატრობდა, წამოსულს ციდან. ფერმკრთალი ისე, ვით შემოდგომა, ზამთარს ელოდა და შვილებს ზრდიდა.
თუმც ხმაში ჭირხლი და სუსხი ედგა. ქალი, მხრებსუსტი და ნაჯაფარი, ცხოვრების ქარ-ბუქს ხვდებოდა მედგრად.
- არ დამირჩნენო ბალღნი მარტონი. კარგად იცოდა, რა განძსაც ფლობდა, ქოხის და... ჩითის კაბის პატრონი.
ეძარღვებოდა ხელის მტევანი. არ შეარცხვენდა, იცოდა, არსად, ცხრა ქედუხრელი ხარ ყევარი.
უძღვოდა, როგორც ხმალი აწვდილი. ქართულ ცას დღესაც თავს დასციმციმებს, გაუხუნარი მისი მანდილი. |


