კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 11:13

 

ლოლა ზარანდიას - დედას 17 ქართველისას

 

შენს ოდას აკვნის სურნელი ასდის,

სიცოცხლის ექოდ ედება ველებს.

ისე ვით დროშას, მე მაგ შენს მანდილს,

გულში ვიკრავ და გიკოცნი ხელებს.


მე მოვუხმობდი იმ ძველ აჩრდილებს,

ოცნებად ქცეულ ცხრა ძმათა დედებს.

შენ კი ზღაპარი გამინამდვილე,

ვუცქერ შენს შვილებს, - ფრთიან იმედებს.


მოგმრავლებია ჩვილთა აკვნები,

როგორც ფერდობზე ლურჯი იები

და ახლა ისე მეამაყები,

შენს სახელს კრძალვით ველოლიები.


და ჟღერს ჩვიდმეტი სიმი წკრიალა,

მამულისათვის რომ გიბოძია.

შენზეა თქმული: - დედა კი არა,

ეს საქართველოს დედაბოძია!


აფერუმ დედავ! აფერუმ ქალო! -

მოგძახი ათას ფიქრში გართული.

გთხოვ, ყველა ქართველ დედას ასწავლო,

შენ ეგ დედობა, მართლაც ქართული!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen