|
ძვლები ღაღადებენ წრომში, გმინავს წარმავლობის ქარი, წლებთან და ქარებთან ომში კატამონს დაეტყო ბზარი.
და ბჭეს გადმოხედა წყრომით, ლაჟვარდს ითოვს იაგუნდად და მზეს აგალობებს წრომი.
და ზღვათა ღაღადთა, ხანაც ესიზმრება რომ საიქიოს დაღამდა.
დნება ცვილივით ჩუქურთმის კოკრების გაშლის ხილვის ყვავილებად.
სულს ეპარება ცოცვით, ცა დროთა ნახმლევს იშუშებს ლოცვით.
მთაზე ნისლად მდგომი და მრავლის მნახველი ჩუმად სტირის წრომი.
წრომი - ქვით ნაგები ემბაზი, წარმავლობის სიმწარეში ფიქრობს სამებაზე. |


