კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 20:05

 

 

ერთი ხელით ცოტნე ვზარდეთ, მეორეთი ბაღვაში.

ერთ ხელს ომში ვიყენებდით, თოხნასა და ბარვაში,

მეორეთი ძმას ვახრჩობდით, თითს ვუქნევდით ნათესავს,

ხან ვანგრევდით წინაპართა ნალაციცარ-ნაკვესარს.


იყო დრო და ვიკაენეთ, ხანაც ვიიაფეტეთ,

ხან მტერს თავი დავუხარეთ, ხან ძმას მუშტი ვაფეთეთ...

ერთი ხელით სადედოფლოდ გამოვზარდეთ ლომქალი,

მეორეთი წიწამურთან საქართველო მოვკალით...


ხან ვუცქერდით მზიან ღამეს, ხან უმზეო აისებს,

ხანაც ვიცხრააპრილეთ და ხანაც ვიექვსმაისეთ,

თავს რომ ვიქებთ  გაგვიზრდია აკაკი თუ ილია...

გავიხსენოთ საფარბეგიც ჩვენი გამოზრდილია..


ცალი ხელით ზარებს ვრეკდით, იალბუზი დავძარით,

მეორეთი  დავანგრიეთ სამრეკლოც და ტაძარიც...

მეორდება ისტორია თავიდან და ბოლოდან,

ალბათ ჯობდა თავიდანვე ცალი ხელი გვქონოდა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen