|
გადაიმშვილდა ნისლი სილურჯემ, მარადისობას ტოლივით შვენი, საქართველოა შენი აკვანი, შემოჭვირული ციური ენით.
კაცი იყავ თუ სული მარტოდენ? მესმის ფრესკების უხმო ჩურჩული, მის მოსვლას როგორ დიდხანს ნატრობდნენ.
შემოალურჯდა მინდვრის უსტარებს. ნეტავ ამ გზაზე ერთხელ თუ მაინც ჩამოუვლია შოთა რუსთაველს? |


