კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 04:15

 

 

თვალი დაუდგეს ქართველ კაცს

ველიჩკოს მოტრფიალესა!

ვერ ჰხედავს მის დასაკლავად

რომ მან მახვილი გალესა?


სომხებს რომ უყეფს იმავ დროს

კუდს უქიცინებს ქართველსა,

მაგრამ ორივეს თანსწორად

ანთხევს საწამლავ-ნაღველსა.


ცბიერს - სომეხიც, ქართველიც

სკვითურ ფეხებზე ჰკიდია!

ამისი მუცლის ტკივილი

სხვაგვარი "გზა და ხიდია".


ჰფიქრობს: დრო არის მკვიდრებმა

აქედან გაიმინდვრონო

და იმათ ნამოსახლარზე

მოსულნი დაემკვიდრონო!


ტკბილად იმღერის, როდესაც

გვიჭედავს ბორკილ-რკინებსა

და ქვეშ-ქვეშურად მხარს აძლევს

იანოვსკ - ბუტირკინებსა.


მაგრამ გულწრფელი ქართველი

განა მიხვდება ამასა?

როცა არ ჰტორავს, დათვსაც კი

ეძახის "კეთილ მამასა!"

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen