|
მეც მივდივარ, შენც მიდიხარ: გეთხოვები, საქართველო! - მეც ვსჭკნები და შენცა სჭკნები, როგორც ზამთრის პირად მდელო.
მე რომ დავსჭკნე ვით ფოთოლი, სამერმისოდ სხვა გამოვა ჩემი სწორი, ჩემი ტოლი!
და აკვანო მთელი ერის, მომავალი შავ-ბედითი სიკვდილის ზარს რად გიმღერის?!
შენაძენი ათას წლობით, - მთლად მოგიკლა ასმა წელმა თვალთმაქცურის საძაგლობით.
გიქარგავდა ზედაპირსა, მაგრამ მითი იმავე დროს, როგორც ჩრჩილი, ხრწნიდა ძირსა!
ჰხმები, სჭკნები ნელა-ნელა. ათასის წლის ჭირნახული ასმა წელმა მოგინელა.
ის მოყვრობამ აგისრულა: სულ ხელის-სმით და „ნანინით“ შენი ძირი გამოხრულა.
„ასი წელი“ შემოჰყურებს, შენ წახვალ და სხვა შემოვა, შენს ნადგომზე ისადგურებს.
და ის მიხეთქს ასე გულსა, რომ აღარვინ არ გიყურებს, მოსარჩენსა ვით სნეულსა!
მაგ შენს მალე წამოქცევას, ჰგმობენ წარსულს და ერთპირად უგზავნიან კრულვა-წყევას.
მხოლოდ მტრების ხელსაყრელსა, თავი მოაქვთ მშრომელ მუშად, სამშობქლოს რომ სჭრიან ყელსა!
სადღა არის, ვინ, გამგონე? ბრძოლა! ბრძოლა! მაგრამ ვაი! მიხდილი მაქვს დამჭკნარს ღონე.
შავ-ბედითო საქართველო! მაგრამ შენი მაინც სინჯე, ეგებ მითი თავს უშველო!
გარეშემო ვარდი… ია! სანამ გულში უჩინარად ჩამჯდომია ჩრჩილი…ჭია! |
| პოეზიის გვერდი • • • |


