|
რუსეთი ტრადიციულად თავის ცოცხლიან-მკვდრიანად, ყველა "წესიერ" მეფით და უწესო დედოფლიანად,
რიგითი სალდათიანად, სხვადასხვა სორტის პარტიით, მარჯვენ-მარცხენა ფრთიანად,
თებერვალ-ოქტომბრიანად, გარდუქმნელ უძრაობით და სისხლიან გარდაქმნიანად,
გორბაჩოვ, ელცინიანად, თავისი ცოლებ-შვილებით, სიძეებით და რძლიანად,
პატრიარქიან, მღვდლიანად დაპყრობის ავადმყოფობით გაჟღენთილია ძვლიანად, სულ სხვისი მიწა შიათ და სხვის ცრემლი უდგათ წვნიანად,
თავის სპეცჯარებიანად ჭირმა გაწყვიტოს შერჩევით პოლიტბიურო მთლიანად.
1990 წელი |


