|
მამით მეგრელი, დედით - გურული, სიცივე მაქვს ნაბდად წამოხურული,
იმერელი ვარ დედის დედათი.
მათი ხელდასმით, ლოცვა კურთხევით -
ერთი სახელი მქვია ქართველი!
ჩემი სალოცავ-საესავითა.
და რას დამაკლებს ვინმე, ბნელსული...
მე იმდენი ვარ ხან თავბრუც მესხმის!
ერთი სახელი მქვია - ქართველი!
მუდამ თბილი მაქვს ჩემი ღუმელი.
ზაფხულში ვხვდები ტალავერითა!
მე ვარ ქართველი გულით ალალი;
რადგან ეს მე ვარ - მტკიცე კახელი;
მე იმდენი ვარ ხან თავბრუც მესხმის.
მათი ხელდასმით, ლოცვა-კურთხევით, -
ერთი სახელი მქვია-ქართველი! |


