|
სხივმა ჩახია ღრუბლის კარავი და ცამ ცისაფრად გადაიდარა, არ გაიკარა გულმა არავინ, არასდიდებით არ გაიკარა.
ვიდრე ზღვაა და ვიდრე მდინარე, სისხლთან ნაზავი ცრემლის წვეთია, გაოფლილ მკერდზე ჩამომდინარე.
დღით დასიცხული ჭალა სისინებს, ნამოსახლარზე ჯდება ყორანი და თვალით თვალში მიყრის სიცივეს.
ვიდრე სიცოცხლე კაცის სამყოფი, ცად ავარდნილი ხსოვნის სვეტია, სამურზაყანოს სულის გამყოფი...
აზალიები თვალებს კვესავენ, სამშობლო ბევრად უფრო მეტია, ვიდრე გვგონია, თქვენი კვნესამე!
დილამ ქოთქოთით გადაიდარა, არ გაიკარა გულმა სხვა მიწა, არასდიდებით არ გაიკარა. |


