კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 20:28

 

დღეს სალამურს გავთლი ძველებური გზნებით,

უნდა მოვვლო ქართლის ხორბლისფერი გზები.


თვალი რჩება სახტად აღმოჩენით საყდრის,

სად ატმების ბაღთან სოფელია თათრის.


სიტყვებს ვზომავ მისხლით, ფირნიშებს რომ ვუმზერ

და ყაყაჩოს სისხლი მეპკურება გულზე.


და ოდესმე თუ კი დაღლა მინანია,

როცა ვგრძნობ, რომ ახლოს აღაიანია.


ძველ აკლდამას ხვართქლით დრომ აყარა ფილა,

მემალება ჩადრით სადღაც ყარაფილა.


ციხის ქონგურიდან მზისკენ გადამხტარი,

მოჩანს ისევ ქსანი, ისევ ნატახტარი.


როცა ბრუნდებოდა თავისი მონასპით,

აცილებდა დიდკაცს სანახები კასპის.


თუ სიყვარულს ვაქებთ, გულს ვხსნით ბინდებიანს,

იმიტომ, რომ აქეთ ქართლის მინდვრებია.


ვინც მტრობისთვის ცხოვრობს რა მოიგო ერთი,

ნახოს ხურვალეთი, მერე იგოეთი.


ვუთვლი ჩუმად თელებს გზისპირს ჩუმათელეთს.

გზაც კი გადაქანდა, რომ გამოჩნდას ქანდა.


დღეს სალამურს გავთლი ძველებური გზნებით,

მოვიარო ქართლის ხორბლისფერი გზები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen