კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 05:20

 

გვარდიას

 

ჩემი მხურვალე სალამი

გულ-მედგარ შევარდენებსა,

დედა-სამშობლოს საზღვრებზე

მთებიდან მთებზე მფრენებსა,

თავისუფლების გუშაგებს

და ქვეყნის დამამშვენებსა.

ვაშა, ჩვენს ამპარტავნებას,

ჩვენს მამაც გვარდიელებსა,

შოთა რუსთველის რაინდებს, -

ავთანდილ-ტარიელებსა,

ქაჯეთის ციხის ამღებთა,

ნესტანის გამომხსნელებსა.

 

ჯარს

 

გამარჯვება რესპუბლიკის

ახალგაზრდა ჯარებს,

მზეს რომ ჰფიცავს

და ხმლით იცავს

ყველა ციხის კარებს!

მწამს და მჯერა, 

რომ ეს ჯარი

შიშს არ გაიკარებს,

თავს დასდებს და 

თავის დროშას

მტერს არ ჩააბარებს!

 

გმირთა საფლავებს

 

დიდება გულად ჭაბუკებს

ბრძოლაში დაღუპულებსა;

საშვილიშვილო საქმისთვის

ზვარაკად შეწირულებსა!

საფლავიმც აუყვავდებათ,

ხალხის მოსარჩლე გმირებსა;

სიმართლის სადარჯოზე,

დახვრეტილ დაჩეხილებსა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გიორგი ქუჩიშვილი  • • •   გიორგი ქუჩიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen