|
სოფელს უხდება მამლის ხმა და ყეფა ძაღლების, მტვრიან შარაზე ჟრიამული სოფლის ბალღების.
როგორც წესია, მიღება და პატივი სტუმრის.
ტაძარს მრევლი და მოგუგუნე დედა ზარები.
ქალაქს და სოფელს ერთნაირად შვენის აპრილი.
გიჟმაჟ პოეტთა შეძახილი ლექსებიანი.
მთებს ყვავილებით მოხატული დამრეცი ფერდი.
კაცს კაცის ქუდი უხდება და ნამუსი შვენის.
ქართველს სამშობლო ამშვენებს და ქართული ენა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


