კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 21:25

 

ვარ დამნაშავე, -

რამეთუ ვცხოვრობ.

ვხედავ:

სულს ვღაფავ თევზივით უხმოდ.

თუ ვქმნი რაიმეს, -

იმიტომ მხოლოდ, -

სასჯელი მინდა შევიმსუბუქო.


ვარ დამნაშავე, -

რამეთუ ვითმენ, -

რაც მესმის იმას

და რასაც ვხედავ.

დამნაშავეა სხვა ბევრი, ვით მე,

თვითონ არ იცის თუმცაღა ბევრმა.


ვარ დამნაშავე, -

რამეთუ მიჭირს,

ძალიან მიჭირს დათმობა სოფლის!

არადა მიწას,

მამულის მიწას, -

სწყურია სისხლი!

არ ჰყოფნის ოფლი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen