კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 18:13

 

ღვთით ჩამოსხმული სანთელი,

სანატრელ გზებზე გვინათებს, 

გწამდეს, ნამდვილო ქართველო, 

ხმალზე მეტად ჭრის სიმართლე!..


თუმც ქართველთ შემოგარენში 

მტრის ბოროტება გრიგალობს, 

წინაპრის გვშვენობს გვარები, 

ხმა მარიამის გვიგალობს.


სამრეკლო ჩვენივ სულისა 

რეკავს ზარებსა ღვთიურსა,

ვერ ავუსრულებთ სურვილსა, 

მტერს ცას ვერ ვუთმობთ ფირუზსა.


მტერო, რას გვერჩი, შეეშვი 

ჩემს სადგომსა და სამყოფელს, 

არც ვინმე იყოს ჩვენს დღეში, 

შენად რადა სთვლი სხვა სოფელს.


ქართველნო, სულით ამაყებს, 

ვერას დაგვაკლებს მტარვალი, 

ციხე შიგნიდან არ გატყდეს, 

აი, რა არის მთავარი!..

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen