კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 21:14

 

- ვაი, დედასა მტრისასა! -

შეხლა-შემოხლა გმირთა…

- ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა! -

პირზე შემხმარი სიტყვა.


მტვერი

ფერხისა მათისა -

სქელი

ღრუბელი ვითა.


ელვა

აბჯრისა მათისა -

ელვა

ცათანი ვითა.


ხმაი

პირისა მათისა -

ხმა

ქუხილისა ვითა.


სროლა

ისრისა მათისა -

ტეხა

მეხისა ვითა.


ტყორცნა

ლოდისა მათისა -

სეტყვა

ხშირჩქარი ვითა.


თხევა

სისხლისა მათისა -

ღვარი

წვიმისა ვითა…


და…

სოფლად მოვარდნა მაცნეთა -

შეცხადებანი ქვრივთა:

ცვენა

ცრემლისა მათისა -

წვეთნი

წვიმისა ვითა.


გაზრდა

შვილისა მათისა -

ვით

გამოჩენა მზისა.


ღიმი

თვალისა მათისა -

ვითა

სარტყელი ცისა.


ჟღერა

ბაგისა მათისა -

ვითა

ჭიკჭიკი სირთა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen