კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 22:00

 

ჩემი სული ხელთ გიპყრია,

ატრიალებ ჭახრაკულად,

შენს ნებაზე მანავოსნებ

უგზო-უკვლოდ, აბნეულად.


შხამს შარბათად გულში მიღვრი,

სიხარულსა - სინანულად,

ეშმაკს მივლენ ანგელოზად

და ანგელოზს - ბელზებულად.


შენში ღმერთმა დამისახა

სიამე და სიყვარული,

შენი გული ჩანგად მომცა

და ედემად შენი სული.


ოცნებით ვკრებ იქ ყვავილებს

იქ არს ჩემი სიხარული,

მასთან ჩემი სულის ლოცვა

და სიცოცხლის ნაკადული,


მაგრამ ამით ნუ იფიქრებ,

რომ შენს ტყვესა - ამ ჩემს გულსა

სხვა არ ჰყავდეს კიდევ სატრფო,

არ უკმევდეს სიყვარულსა.


არ ეტრფოდეს იმას მარად,

ვით სალოცავს დიდებულსა,

მის ცრემლს - ცრემლსა არ ურთავდეს,

მის სიამეს - სიხარულსა.


ნუ შემრისხავ - ის ერთია

საყვარელი ჩემი მხარე,

ძალ-დიდებით შემოსილი,

ვარდ-ყვავილით მონარნარე.


ქრისტე მხსნელის მოიმედე,

ჩემი მზე და ჩემი მთვარე,

დიდებულთა წინაპართა

ეკლესია და სამარე!..


იგი მიყვარს შენზე მეტად,

იმას მინდა ვენაცვალო,

თვით სამოთხის დიდებაზედ,

არ იფიქრო, რომ გავსცვალო,


მსურს კეკლუცის სადღეგრძელოდ

კვლავ კახური გამოვსცალო,

მასზედ ჟღერა ტკბილი ჩანგის

არავის არ დავაცალო.


თუ რომ, ჩემო მარგალიტო,

იმის ტრფობას არ დამიშლი,

იმედების თაიგულსა

არ მომიკლავ, არ ჩამიშლი,


გენაცვლები, ფიანდაზად

სულს და გრძნობას გადაგიშლი,

საბნად მთვარეს გადაგაფენ

და ლეიბად მზეს გაგიშლი,


მაგრამ თუ მას აღმიკრძალავ, -

ვით დაჭრილს ლომს - გამამწარებ,

არ დაგზოგავ, დანით დაგკლავ,

მიწასაც არ მიგაბარებ.


გარდაგაგდებ ტიალ მინდვრად,

ყვავ-ყორნებსა გავახარებ

და იმ დღიდან მხოლოდ სატრფოდ

ჩემს სამშობლოს ვაღიარებ!..

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გრიგოლ აბაშიძე  • • •   გრიგოლ აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen