კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 21:58

 

ტანძიაში გამჭვირვალე ჰაერია,

თოვს... და ფეხით მივუყვები სავალს...

საქართველოს რომ სვე-ბედი აერია,

სამარეში რა ასვენებს საბას?!.


ჰოი, ბერი! - უფლის ხელით ანაგები,

თვალნათელი, სულნათელი, სათნო...

ოქროს კალმით მოხატული არაკებით

ვერსად ჰპოვა მოკავშირე სანდო.


ჰოი, საბა! - დაღლილი და დაღვრემილი...

მამულისთვის? - ალესილი ხმალი!..

საუკუნე - ქოფაკივით აღრენილი,

ვით ავდარში ბორგნეული ქარი!..


ჰოი, გზები! - უმოწყალოდ ჩახერგილი...

საწუხარი - ნახმლევივით მწველი...

ქართლის ბედი - ოსმალთაგან აჩეხილი, -

ნასისხლარი ბროწეულის წვენი.


საჩივარი? - სპარსეთი და ოსმალეთი!..

სატკივარი? - უსჯულოთა ომი!..

გზები, გზები...ძველი კონსტანტინეპოლი,

მარსელი და, პარიზი და... რომი!..


გზაწვრილებზე გაწოლილი ჭრელი გველი, -

ათასფერად ანაფერი ეჭვი...

ვატიკანში, რომის პაპთან, თეთრი ბერი,

საქართველოს უბედური ელჩი.


ჰოი, საბა!.. ნეტავი ვინ შეაჩვენა,

ვისთან შეკრა სახიფათო ზავი?..

და, არც კაცმა და, არც ღმერთმა შეაჩერა

წუთისოფლის ღვარცოფი და ზვავი!..


მთები, ზღვები...როგორც ავი ბედისწერა,

იქით - ლუი, აქეთ - მეფე ვახტანგ...

და დაჰყავდა სიტყვის მეფე ბედის მწერალს

უცხო გზებზე და მეფეთა ტახტთან.


და გზადაგზა იქმნებოდა "სიტყვის კონა"...

ისტორია - უსაშველოდ მკაცრი...

ვით, ოდესღაც, გაყიდული "კოხტაგორა",

უსამართლოდ დამეხილი კაცი!..


ჰოი, საბა! - აბი თვალთა სიმრუდისა,

ვითარც ბნელში - მზის სხივი და სივრცე...

და თუმც შექმნა წიგნი "სიბრძნე-სიცრუისა",

არ წაადგა სოლომონის სიბრძნე!..


ტანძიაში გამჭვირვალე ჰაერია,

რა აძინებს ქართლის ბებერ სარანგს?..

საქართველოს რომ სვე-ბედი აერია,

სამარეში რა ასვენებს საბას?!.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen