კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 03:12

 

ბევრი არ მითქვამს, მამულო შენთვის

სიტყვა კაზმული და საალერსო,

მაგრამ გულს შენი ტრფიალი ერთვის,

უნეტარესო!


ეგებ ეს იყო ჩემი სიურჩე -

დუმილი ძუნწად დამირღვევია,

მხოლოდ რაც სულში მქონდა საუნჯე,

შენს წინ ცრემლებად დამიფრქვევია.


ცოტა რამ მითქვამს! ვაგლახ, წამისად,

სიზმრად ქცეული სიცოცხლე ქრება...

დავკარგე  ზღვარი დღის და ღამისა,

ტრფობა კი შენი არ მეკარგება.


მე ეგ დუმილი მიღირდა ძვირად...

ან ახლა სიტყვას როგორღა ვბედავ?

ნეტავ სიყვარულს ვინ უხსნის ხშირად

საკუთარ დედას?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen