კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 28 ნოემბერი 2026 01:22

 

განა არ ვიცი, განა არ ვხედავ,

რომ სხვა დროების ჩამოდგა ჯერი?

მაგრამ რად მტანჯავს ეს ფიქრი ნეტავ,

და რაც არ მოხდა, ის რატომ მჯერა?


როცა ბრძოლების დაჰქროდა ქარი,

როცა კოშკიდან კრთოდა მანდილი -

მაშინ დაშნების რეკავდა ზარი,

და სულ სხვა იყო გული წადილი!..


კრწანისის ახლოს ჰყიოდა გედი,

ქარი მიწამდე აწვენდა ლერწამს…

სხვა რა მოხდება იმაზე მეტი -

რაც დღემდე გულის ფიცარს მილეწავს?


მაშინ ეგ სახე მენახა ნეტავ,

ნეტავ შენი ხმა მე მომესმინა,

როცა ტიროდა ქართველი დედა

იქ, სადაც სამას არაგველს სძინავს!


ო, მაგ უნაზეს მკლავების სითბო

და მარგალიტის ფერი სხეული,

წარსულზე ფიქრით ოცნებას მიტკბობს -

გულში რომ არის ჩამონთხეული.


ოღონდაც ერთხელ მაინც მენახა

შენი მანდილის მაღლიდან რხევა,

გამევლო ღამით ჩუმი ვენახი

და კოშკის კარი გაეღო მხევალს…


დღეს, როცა მინებს წვიმა ასკდება

და ტვინს მიბურღავს მწუხარე ფიქრი,

ჩემი ოცნებაც გედივით კვდება

და იფარება სათუთი ფიფქით.


კრწანისის ახლოს ჰყიოდა გედი,

ქარი მიწამდე აწვენდა ლერწამს…

სხვა რა მოხდება იმაზე მეტი,

რაც დღემდე გულის ფიცარს მილეწავს?!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen