|
თითქოს არასდროს, მშობელო მხარე, არ მიმღერია შენთვის! დილა კი ისევ მახარებს, გული გაზაფხულს ერთვის.
ამობიბინდი ჩემში, რომ ჩემი ლექსის კილო გესმოდეს მერცხლის ხმებში!
დარჩა ტბორების კვალი, და, რომ სიმღერა მეთქვა, კვირტების მზეზე ხეთქვას ვუმზერდი ბავშვურ თვალით.
ლურჯი მდინარის გვერდით და გაზაფხულის ლაშქრობას ვწვდები გაშლილი მკერდით!
გაწვება ახალ მთვარედ, და ელავს სხივთა ბურში ცეცხლის ზღვასავით არე -
მათი ფრთხიალი ხეზე - მაშინ სიცოცხლე მჯერა, და გამოვდივარ მზეზე.
ნაზად გაკვრია ხარდანს; ყვავილს ფუტკარი აზის, და მწვერვალების ხაზი ზეცის სიღრმემდე ატანს.
მთელი სიცოცხლის სიბრძნე, როგორც ციმციმი ცვარის - მე რომ ამ დილით ვიგრძენ - როგორც შრიალი ქარის და ბავშვის მტკავლის სიგრძე! |


