|
კვართით ორსულო, ღატაკთმსახურო, დედაო ქართლის - ქალწულო მცხეთა, ქეთევანი რომ მოვინახულო, ტაძარში უნდა მოვიდე დღეს და...
მუხლისთავებით უნდა შეგეხო, იქნება მითხრა, რატომ ვინთები ცისკარზე... ვიცი, უნდა ვილეღვო
რომ წაგახემსო, უხვო... უფალო... დამპურებელო ყოფნა-არყოფნის... ცრემლით ტერფები შემოგიბანო,
სისხლის მდინარედ მომდის გულიდან, ახლობელო და მიუწვდომელო, მომნატრებია კახიც, გუმისთაც...
პარხალი, ოშკი, იშხანი, ბანა... ნადარბაზევი თამარ მეფისა, წყალმა რომ ბანა და... ვერ გაბანა!..
სვეტიცხოველში მოვრბივარ შენთან... კვართით ორსულო, ღატაკთმსახურო, დედაო ქართლის - ქალწულო მცხეთა! |


