|
სადაც ტყეების ისმოდა დარდი და მწუხარება რეკავდა ჩუმი - საქართველოს გაჩნდა შტანდარტი: მოდის ტფილისი, მოდის ბათუმი.
თამარის წმინდა ცრემლით სოველი და სიმაღლეთა ქორივით შორი მტკვარში ჩაეშცა სვეტიცხოველი.
ცვალებადია დღეთა ტრიალი, კართან დარაჯად გაყინდა ლომი კავკასიონი და დარიალი.
გაფითრებული იყო ყოველი - ცურავდა ღამის მთვარეულ ლილით გამუქებული სვეტიცხოველი.
გზაჯვარედინთა იყო რკალები შავზღვაზე ნავთა დაუდევრობა, ფრთები, ტალღები და გრიგალები.
სასანთლეების წყალზე მთოველი, ზვირთებზე ოდნავ დალანდებული ეშურებოდა სვეტიცხოველი.
იქ ნავთსადგური იყო ნაგები; იქ ერთდებოდა რკინისგზის ხაზი და დაქსელილი ლიანდაგები.
ნათლით ელავდა მათი ქსოვილი. ყვაოდა ლურჯი იასამანით მემობურული სვეტიცხოველი.
ახალ პაროლებს გაყვა მხლებლები, და თავრიზამდე მიმავალ ცეცხლით ჰქროდენ კივილით მატარებლები.
იმისი დახსნის ლოცვით მთხოველი, და ლიტურგიებს ისმენდა მტკვარი და გუგუნებდა სვეტიცხოველი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


