კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 20:29

 

 

იმ ოცდაათი ვერცხლით იწყება,

იმ ოცდაათი ვერცხლით გაღვივდა,

სულის გაყიდვა მოდის იქედან,

როცა იუდამ ქრისტე გაყიდა.


ღალატისა და ვერცხლის სურვილი

ჩვენშიც ხანდახან ისე დიდია,

სულგაყიდულებს ბევრი ქართველი

გოგო-ბიჭებიც გაუყიდიათ.


ვაგლახ, იმ ჟამმა, დრომ უკუღმართმა

სამშობლო ბევრჯერ გააღარიბა,

ის გაყიდული ჩვენი ბიჭები

სხვაგან ჯდებოდნენ სულთან-ხალიფად.


საქართველო კი ისევ ნატრობდა

(როცა ბავშვები კევრით გათელეს)

შინჯიკაშვილებს, ბოჩოლაშვილებს,

მამელუქებად ქცეულ ქართველებს.


არ მოგვკლებია, არა და არა,

ის უბედობა, ის მძიმე ხანა.

ჯერ სულსა ყიდდნენ და მერე უკვე -

თავის ხალხსა და თავის ქვეყანას.


არ უყურებდნენ დაქცეულ მამულს,

არც წუხილით და არც დანანებით,

ოცდაათ ვერცხლად გაყიდულები

ბაღვაშები და შადიმანები.


მაგრამ ნამდვილი ქართველისათვის

სამშობლო იყო მუდამ მთავარი,

სული გორგასლის, სული დავითის,

ქეთევანის და სული თამარის.


დღესაც სამშობლოს უდგას დარაჯად

მარად უკვდავი სული სამასი,

სული მერჩულეს, სული რუსთველის,

ილიასი და სულხან-საბასი.


სული პაატას, სული თევდორეს,

ზვიადისა და სული მერაბის.

მათი სულია ქვეყნის სიმაგრე

და საქართველოს რკინის პერანგი.


მაგრამ დღესაც ბევრს თვალებს უბნელებს

ვერცხლი - იუდას ჯილდო-ტიტული,

აგერ ახლახან თეთრი ტაიჭით

კოჯორთან იდგა სულგაყიდული.


აგერ, ახლახან... სულგაყიდულთა

მოედნები და ძეგლები იყო.

მათი გვარი და სახელი მათი

მოვიდა დრო და წლებმა წაიღო.


მაგრამ ის ვერცხლი ისევ ჩხრიალებს

და გვახვევია მტერი გარს კიდევ.

დღესაც ბევრს ნახავთ საქართველოში

იუდასა და ქვეყნის გამყიდველს.


გამყიდველები მიდი-მოდიან,

მაგრამ სამშობლო არსად არ მიდის

და მწამს, ღვთისმშობლის წილნაყარ მიწას

ქვეყნად ვერავინ ვეღარ გაყიდის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen