კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 06:03

 

კრწანისის ომში მეფე ერეკლეს

რატომ ვატკინეთ გული ღალატით,

საქართველოში ყაზბეგს და გრანელს

რატომ ჩავაცვით გიჟის ხალათი.


რად ვერ ვისმინეთ, რად ვერ გავიგეთ

ბარათაშვილის სულის ძახილი,

ან ბრძოლის ველზე ვახტანგ გორგასალს

რატომ ჩავეცით ზურგში მახვილი.


ჩემო სამშობლოვ და ჩემო ხალხო,

ხომ სირცხვილი და ხომ ტკივილია,

გალაკტიონმა მოიკლა თავი,

თვითონ ვესროლეთ ტყვია ილიას.


რატომ არ ვიცით ხანდახან ფასი

ხალხის და ქვეყნის ერთგული შვილის.

რატომ დავტოვეთ უსაფლავებოდ

ტიციანი და ჯავახიშვილი.


ვერ გამიგია, ვერა და ვერა,

რად ვერ მივხვდით და რად ვერ ვიცანით

და უპატრონოდ რატომ დავტოვეთ

ასათიანი და ფიროსმანი.


რატომ დავტოვეთ ბედის ამარა

ქართული ენის, სიტყვის მერჯულე,

რად არ დავმარხეთ საქართველოში

შოთა რუსთველი ანდა მერჩულე.


ბევრი წასულის ტკივილ-წუხილი

ფიქრის გორაზე ცრემლად გროვდება

და დღესაც ისმის საქართველოში

გურამიშვილის ხმა და გოდება.


ვაი, რომ დღესაც, დღესაც ვერ ვხვდებით,

ხარობდა მტერი და მოძალადე,

როცა ვლანძღავდით ზვიადს და მერაბს

და ვადიდებდით ქვეყნის ჯალათებს.


კვლავ ერთმანეთის შურით და მტრობით

მტერმა სამშობლო სანამ გვითელოს,

სანამ ვისმინოთ აკაკის სიტყვა -

"ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ“.


ვაგლახ, რომ დღესაც, დღესაც ვერ ვხვდებით

სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია...

და ერთმანეთის შური და მტრობა

უპირველესი ჩვენი მტერია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen