კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 05:03

 

შემოვივლი ბაგრატს, გელათს 

და ტკივილით შევიძვრები, 

სამარეში ისევ ღელავ,

ისევ ბორგავს შენი ძვლები.


ცვილის სანთლებს გინთებ რიდით 

საქართველოს შუაბოძო, 

გამიღვივე რწმენა დიდი 

ნუ დამტოვებ უსაბოძვროდ.


მოხუცი თუ კაცი ბრძენი,

გულოვნებას შენსას ვბაძავთ, 

შენი სიტყვა, საქმე შენი 

განათებულს მოგავს ტაძარს.


ვიცი, ბევრჯერ აგატირა,

ქართლის ცრემლმა ქვა და რკინა,

ალბათ შენი საქართველო 

სამარეში ახლაც გტკივა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen