კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 06:23

 

დიდი ვარ თუ პატარა,

ვიცინი თუ ვტირივარ, -

საქართველოს ვეკუთვნი,

საქართველოს სტვირი ვარ.


ზოგჯერ გატეხილი ვარ,

ზოგჯერ დაჟეჟილი ვარ...

ვერვის ვერ ვეშვილები,

საქართველოს შვილი ვარ.


ცრემლმა ჩემი თვალები

არაერთხელ მონამა,

ვერვის დავემონები, -

საქართველოს მონა ვარ.


არვის არ ეკითხება,

მაწამა თუ მიწამა...

ვერსად დავემიწები,

საქართველოს მიწა ვარ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ავთანდილ გურგენიძე  • • •   ავთანდილ გურგენიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen