|
მტერიც არაა მტრის ფერი, არც ქვეყნის წყდება აკლება, რა დროში ცხოვრობ, ტარიელ - მტერიც რომ მოგენატრება.
მოვკვდე უსისხლოდ, ძნელია, როგორ შემცირდნენ კაცები - ჩემი კაცობის მრცხვენია.
ზნე, ან ქართული ზრდილობა, ვინ ქართველობას იწუნებს და ვინ მამულიშვილობას.
წლებმა დამღრღნეს და შემნაცრეს, სამშობლოვ, როგორ მაწამებ რომ ვერა გშველი ვერაფერს.
ცა ხან მთელდება, ხან ტყდება, ამიტანს სისხლის შიმშილი და მტერი მომენატრება.
შინ დაბრუნების დრო დგება და მომდევს საფლავებიდან წინაპართ ძვალთა გოდება.
მოვკვდე უსისხლოდ, ძნელია, როგორ შემცირდნენ კაცები - ჩემი კაცობის მრცხვენია. |


