კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 16:21

 

საქართველოო, როგორც დღეს გხედავ,

მუდამ, სულ მუდამ ასე მენახე.

ხარ ლამაზების და ვაზის დედა, -

შენ ხარ ვენახი!


მარად იყავ და მარად იქნები,

შენ შენი მიწით და შენი ხალხით.

გიდასტურებენ ბოლნისის ქვები,

რომ ხარ ვენახი!


ჩემშია შენი მცხეთის ტაძრები

და გრემი, - მტრისგან არ დასანახი.

მე უშენობით როგორ გავძლებდი,

შენ ხარ ვენახი!


წარსულის ნისლი გაჰფანტე მრუმე,

უსმენ ახალი ცხოვრების ძახილს.

ეს იმიტომ, რომ ოდითგან თურმე,

შენ ხარ ვენახი!


მრავლობდეს შენი მწვანე ყლორტები,

ვინმე ავთვალმა ხელი არ გახლოს.

მწამს, უფრო მეტად დაიტოტები, -

შენ ხარ ვენახი!


ნუმც მოვსწრებოდეთ ქართული მთები,

უქართველებოდ ვინმეს ენახოს.

შენ არასოდეს არ დაინთქმები, -

ჩემო ვენახო!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen